დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთს, მალტასა და ნიდერლანდებს დაუმატებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ძალაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შევა და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

გუშინ საფრანგეთში კოვიდ 19-ის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის მაისიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

რაც შეეხება კვირის მონაცემებს, საფრანგეთში, 3-9 აგვისტოს, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა, ნიდერლანადებში -19, მალტაში კი - 35.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ივლისში კარანტინი ესპანეთიდან და ბელგიიდან ჩასულ მგზავრებსაც დაუწესა, რამაც ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“