„საქართველოს ფოსტამ“ მსოფლიო საფოსტო კავშირისგან საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების „EMS“-ის მომსახურების უმაღლესი ჯილდო მიიღო

მსოფლიო საფოსტო კავშირი UPU ყოველწლიურად ატარებს წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორულ შეფასებას, საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის აუდიტის შედეგად „საქართველოს ფოსტა“ გახდა ვერცხლის ჯილდოს მფლობელი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „საქართველოს ფოსტამ“ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 181 საფოსტო ოპერატორს შორის გაღიარონ საუკეთესოთა შორის, ამისთვის მადლობა მსურს გადავუხადო „საქართველოს ფოსტის“ გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისი სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა, „საქართველოს ფოსტა“ EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და აერთიანებს 180-ზე მეტ წევრ ქვეყანას, რომლებიც ერთად მუშაობენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ორგანიზაცია ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მთელ მსოფლიოში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს