გენერალი ნებ ჰოჯესი - საქართველოს კომუნიკაციების კომისიას მოვუწოდებ, პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს მხრიდან ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლის შესახებ წერს.

საკუთარ Twitter-ზე ჰოჯესი პოსტს აქვეყნებს და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ადარებს. ჰოჯესი ამ პროექტების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე წერს.

გენერალმა Twitter-ზე გააზიარა Forbes Georgia-ს ინტერვიუ აშშს ყოფილ წარმომადგენელთან უკრაინაში, დიპლომატ კურტ ვოლკერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება.

ვოლკერი პირდაპირ ამბობს, რომ ამ კანონის მიღება კონკრეტული კომპანიის - “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მოხდა და “კავკასუსის” ახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ციფრული დერეფანის განვითარებაზე მუშაობს.

“კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემენტაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება. სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური“, აცხადებს კურტ ვოლკერი.

გენერალი ბენ ჰოჯესი მოუწოდებს კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს რუსეთის ფაქტორი.

“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას, პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან,”- წერს გენერალი ბენ ჰოჯესი.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 2020 წლის 17 ივლისს, 3 მოსმენით ასევე დაჩქარებულად კენჭისყრის შემდეგ, მიიღო. კანონის ახალი რედაქცია, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისის ინიციატივით მომზადდა, თავად კომისიას კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.

ექსპერტების შეფასებით, ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებები ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და ბევრი მათგანი ახალ რეგულაციას ანტიკონსტიტუციურად აფასებს. თავად კომპანია გეგმავს პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასჩივროს და არც საარბიტრაჟო დავას გამორიცხავს.

"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.

NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.

აღნიშნულ ინფორმაციას "კავკასუს ონლაინი" ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო