ადვოკატი მოითხოვს, ხელახლა დაიკითხოს ყველა, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ამ ადამიანების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა. ადვოკატი ამბობს, რომ მათი ჩვენები სანდო არ არის.

„ვითომდა მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა.. ძალიან დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ იმ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

„ექსპერტიზის დასკვნებს, რასაც გავეცანი ამის თაობაზეც მქონდა საუბარი და მოვითხოვე, რომ მოიწვიონ ექსპერტებიც, დაიკითხონ ისინიც და შესაბამისად, უკვე ამ მიმართულებითაც დაიწყონ გამოძიება. საეჭვოა ის, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის. ეს ერთ-ერთი მედიკამენტი ქსელში საერთოდ არ მოიძიება, დავათვალიერე ავტომობილი და შემთხვევის ადგილი. ზოგადად მედიკამენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ძალიან მძიმე საძილე საშუალებებია და ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის მედიკამენტები, რაც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში არის გახსნილი და აღმოჩენილი. მოგეხსნებათ, მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში თუ აღმოჩნდა, ესე იგი ბოთლში არის გახსნილი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ხვალიდან ავტომობილის ექსპერტიზის საკითხიც დაიწყება დაჩქარებული წესით, პარალელურ რეჟიმში კი ვიდეოჩანაწერებს ათვალიერებს.

„21 და 22 ივლისს გამთენიისას სინათლე რომ ჩაქრა, ახლა გამოჩნდნენ პირები, რომლებიც დაიკითხებიან და უფრო მეტს იტყვიან საერთოდ, რატომ გაითიშა შუქი, როგორ ახორციელებდნენ მთელი ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობაზე ზეწოლას, ხმა არ ამოეღოთ. ის ადამიანები დაასახელებენ ვის მიერ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. ამის შესახებ გამოძიებას უკვე ვუთხარი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ძალაში რჩება ოჯახის მოთხოვნა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთოს აშშ-ს ფედერალური ბიურო.

„როგორ გაგრძელდება გამძიება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოიკვეთოს, რამდენი ექსპერტიზაც არ უნდა ჩატარდეს, გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, რომ გამოიკვეთოს, რამ, ვინ შეიწირა თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლე და რა მოხდა. ეს არის გამოძიების გაგრძელებაც და დასასრულიც. თუ შედეგი არ დადგა, ეს არ იქნება გამოძიება“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადვოკატი მოითხოვს, ხელახლა დაიკითხოს ყველა,  ვინც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ამ ადამიანების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა. ადვოკატი ამბობს, რომ მათი ჩვენები სანდო არ არის.

„ვითომდა მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა.. ძალიან დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ იმ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

„ექსპერტიზის დასკვნებს, რასაც გავეცანი ამის თაობაზეც მქონდა საუბარი და მოვითხოვე, რომ მოიწვიონ ექსპერტებიც, დაიკითხონ ისინიც და შესაბამისად, უკვე ამ მიმართულებითაც დაიწყონ გამოძიება. საეჭვოა ის, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის. ეს ერთ-ერთი მედიკამენტი ქსელში საერთოდ არ მოიძიება, დავათვალიერე ავტომობილი და შემთხვევის ადგილი. ზოგადად მედიკამენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ძალიან მძიმე საძილე საშუალებებია და ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის მედიკამენტები, რაც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში არის გახსნილი და აღმოჩენილი. მოგეხსნებათ, მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში თუ აღმოჩნდა, ესე იგი ბოთლში არის გახსნილი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ხვალიდან ავტომობილის ექსპერტიზის საკითხიც დაიწყება დაჩქარებული წესით, პარალელურ რეჟიმში კი ვიდეოჩანაწერებს ათვალიერებს.

„21 და 22 ივლისს გამთენიისას სინათლე რომ ჩაქრა, ახლა გამოჩნდნენ პირები, რომლებიც დაიკითხებიან და უფრო მეტს იტყვიან საერთოდ, რატომ გაითიშა შუქი, როგორ ახორციელებდნენ მთელი ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობაზე ზეწოლას, ხმა არ ამოეღოთ. ის ადამიანები დაასახელებენ ვის მიერ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. ამის შესახებ გამოძიებას უკვე ვუთხარი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ძალაში რჩება ოჯახის მოთხოვნა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთოს აშშ-ს ფედერალური ბიურო.

„როგორ გაგრძელდება გამძიება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოიკვეთოს, რამდენი ექსპერტიზაც არ უნდა ჩატარდეს, გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, რომ გამოიკვეთოს, რამ, ვინ შეიწირა თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლე და რა მოხდა. ეს არის გამოძიების გაგრძელებაც და დასასრულიც. თუ შედეგი არ დადგა, ეს არ იქნება გამოძიება“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია