ლაშა დიაროვი - დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე ახალი დანაშაულის წახალისებისა და ჩადენის დღეებად იქცა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება გააპროტესტეს.

ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანაში კრიმინალური ქმედებები გაიზარდა, ხოლო გამოძიებული დანაშაულების რაოდენობამ იკლო. ამის მიზეზად ის სამართალდამცავი სტრუქტურების არასწორ მუშაობას ასახელებს.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ქართველი ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ოქტომბერში მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირებას.

„სამწუხაროდ, უკვე დღე აღარ გავა, რომ არ გავიგოთ რაიმე საზარელი დანაშაულის შესახებ. ეს იქნება მკვლელობები, გაუპატიურებები თუ ა.შ. დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დღეებად. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე IDF-ის ოფიციალური ციფრებიც ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დღითიდღე იზრდება ძალმომრეობითი დანაშაულებების რაოდენობა და კლებულობს გამოძიებული დანაშაულებების რაოდენობა. რეალურად, სხვაობა არის 4 000-ზე მეტი- ჩადენილ დანაშაულებებსა და დაუსჯელ პირებს შორის არის სხვაობა. 41 ათასზე მეტი კრიმინალი დადის დღეს ქუჩაში და როგორ შეიძლება ამის შემდგომ, დღეს ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაცულებად და ფაქტია, რომ არც ვართ დაცულები. ზოგ ადამიანს მანქანაში პოულობენ სამწუხაროდ გარდაცვლილს, ზოგიერთს საკუთარ კოტეჯში,ზოგიერთს მტკვარში და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად არ გრძნობენ და ეს ყველაფერი არის დამსხვრეული ოცნებების პარტიისა და მათი მესვეურების დამსახურება. სამწუხაროდ, მთავრობა პოლიციას და სამართალდამცავ სტრუქტურებს იყენებს არასწორად, პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიციელები დაგვდევენ ჩვენ- ახალგაზრდა აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და იჭერენ მათ. რეალურად კი ის საქმე, რაც მათ უნდა გააკეთონ ამ საქმეს აღარ აკეთებენ.

ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფალი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას მოახდენს და სამართალდამცავ ორგანოებს დაუბრუნებს მის რეალურ ფუნქციას. ამის შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინალის დონეც დაიწევს ქვეყანაში და დანაშაულებიც გამოძიებული იქნება“, - აცხადებს ლაშა დიაროვი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლაშა დიაროვი - დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე ახალი დანაშაულის წახალისებისა და ჩადენის დღეებად იქცა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება გააპროტესტეს.

ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანაში კრიმინალური ქმედებები გაიზარდა, ხოლო გამოძიებული დანაშაულების რაოდენობამ იკლო. ამის მიზეზად ის სამართალდამცავი სტრუქტურების არასწორ მუშაობას ასახელებს.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ქართველი ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ოქტომბერში მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირებას.

„სამწუხაროდ, უკვე დღე აღარ გავა, რომ არ გავიგოთ რაიმე საზარელი დანაშაულის შესახებ. ეს იქნება მკვლელობები, გაუპატიურებები თუ ა.შ. დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დღეებად. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე IDF-ის ოფიციალური ციფრებიც ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დღითიდღე იზრდება ძალმომრეობითი დანაშაულებების რაოდენობა და კლებულობს გამოძიებული დანაშაულებების რაოდენობა. რეალურად, სხვაობა არის 4 000-ზე მეტი- ჩადენილ დანაშაულებებსა და დაუსჯელ პირებს შორის არის სხვაობა. 41 ათასზე მეტი კრიმინალი დადის დღეს ქუჩაში და როგორ შეიძლება ამის შემდგომ, დღეს ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაცულებად და ფაქტია, რომ არც ვართ დაცულები. ზოგ ადამიანს მანქანაში პოულობენ სამწუხაროდ გარდაცვლილს, ზოგიერთს საკუთარ კოტეჯში,ზოგიერთს მტკვარში და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად არ გრძნობენ და ეს ყველაფერი არის დამსხვრეული ოცნებების პარტიისა და მათი მესვეურების დამსახურება. სამწუხაროდ, მთავრობა პოლიციას და სამართალდამცავ სტრუქტურებს იყენებს არასწორად, პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიციელები დაგვდევენ ჩვენ- ახალგაზრდა აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და იჭერენ მათ. რეალურად კი ის საქმე, რაც მათ უნდა გააკეთონ ამ საქმეს აღარ აკეთებენ.

ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფალი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას მოახდენს და სამართალდამცავ ორგანოებს დაუბრუნებს მის რეალურ ფუნქციას. ამის შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინალის დონეც დაიწევს ქვეყანაში და დანაშაულებიც გამოძიებული იქნება“, - აცხადებს ლაშა დიაროვი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია