შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 5-ათასლარიან გირაოს სთავაზობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესზე დაკავებული 11 პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.

როგორც სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით გირაოს შესთავაზებს.

ამასთან, ირაკლი წაქაძის, საბა ჩხარტიშვილისა და საბა გოგშელიძეს უფლებადამცველების განცხადებით, მათი საქმე ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს, რადგან მათთვის მისჯილი ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულს ითვალისწინებს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავიდანვე თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოსთან, ერთხელ არის გამოკითხული მოწმის სტატუსით და ამის შემდეგ არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა საგამოძიებო უწყებასთან. არ არსებობს საფუძველი, რომ დაემალება გამოძიებას ან მტკიცებულებებს გაანადგურებს. ძირითადი მტკიცებულებები უკვე მოპოვებულია. სამართალწარმოება, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მოვითხოვთ მათი საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას. წაქაძეს, ჩხარტიშვილსა და გოგშელიძეს მისჯილი აქვთ 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ და ე ქვეპუნქტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულს ითვალისწინებს. ჩვენ მიერ შეთავაზებული გირაო გახლავთ 5000 ლარი,” - განაცხადა საბა გოგშელიძის ადვოკატმა არჩილ დეკანოზიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო