„სტრატეგია აღმაშენებელი“ - საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 24 აგვისტოს საღამოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მხარდამჭერები თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა დააშინეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერები მშენებარე კორპუსების ე.წ „სამშენებლო ღობეებზე“ საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და დააჯარიმეს. ჩვენი მხარდამჭერების იდენტიფიცირება პოლიციის მხრიდან დაშინების საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალდამცველების მხრიდან მხარდამჭერების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისა და ხელების გადაგრეხვითა და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასმის დამუქრებით გამოიხატებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ინსპექციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ქმედება უპრეცედენტო თავხედობა იყო.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელმაც გაამხილა საკუთარი ვინაობა, საპატრულო პოლიციის მხრიდან გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაცემული ჰქონდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ ის იმყოფებოდა ძებნაში, სასესხო ვალდებულების გამო.

ეს არის უკანონობა და უპრეცედენტო თავხედობა, რადგან დღეს საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მოქალაქეთა პირად ინფორმაციებს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს. „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია მსგავსი ქმედებებით პოლიციის ღირსებასაც ამსხვრევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს