ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამას“ სთავაზობს

მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად უპრეცედენტო პროექტი - „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, მაქსიმუმ 20-ნომრიან განთავსების ობიექტებს, რომლებსაც გაყიდვების მიმართულებით გამოწვევა აქვთ.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალი პროექტი სასტუმროებს შემოსავლის გაზრდაში დაეხმარება.

„პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთსა და გურიას მოიცავს, მომდევნო ეტაპები კი დანარჩენ რეგიონებს. პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

პროექტში მონაწილეობის მსურველ სასტუმროებს პროგრამის რეგისტრატორები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, ტექნიკური ჯგუფის წევრები რეგიონებში, ადგილზე ეწვევიან. თითოეულ განთავსების ობიექტს გადაუღებენ ფოტოებს, მოამზადებენ საიმიჯო ფოტოებს, კონსულტაციას ჩაუტარებენ ინტერიერის დიზაინის მოწყობაში, დაეხმარებიან ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებაში, ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ -გვერდის booking.com-ზე სასტუმროების ფოტოების ატვირთვასა და მომხმარებლების მოსაზიდად სწორი აღწერილობის მომზადებაში. პროგრამა განთავსების ობიექტებისთვის ტრენინგებსაც მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

პროექტის პოპულარიზაციის მიზნით მოხალისეები დააარიგებენ ბროშურებს.

„სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში

რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული: https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა