შავლეგ მიშველაძე - გამკაცრებულმა რეგულაციებმა და ადმინისტრირებამ სანავთობო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მასშტაბი დაგვანახა

გამკაცრებულმა რეგულაციებმა და ადმინისტრირებამ დაგვანახა სანავთობო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მასშტაბი“,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებებისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგად სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. კერძოდ, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტში აცხადებენ, 2020 წლის შვიდი თვის მონაცემების თანახმად, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-თ გაიზარდა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც ცალსახად მიუთითებს ადმინისტრირების კუთხით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტის ზრდა ფიქსირდება პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების ფონზე, როდესაც საგრძნობლადაა შენელებული ბიზნეს ოპერატორების აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ბენზინის იმპორტის კუთხით, ანალოგიურ პერიოდში, შარშანდელთან შედარებით 1,4%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც სწორედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიაა. დიზელის იმპორტის ზრდა კი პირდაპირ მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრობლემების მასშტაბზე, რომელიც არსებობდა ინდუსტრიაში და 2018-2019 წლებში გამოვლინდა დღგ-სთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ აღურიცხავი საწვავის სახით.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილებებით, ნორმატიული აქტების გამოცემითა და ეფექტური ადმინისტრირებით მიღწეული შედეგები პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასთან და, რაც მთავარია, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს