გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდებით, რომ ალექსეი ნავალნის საქმის გარკვევაში რუსეთი წვლილს შეიტანს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ოფიციალურმა რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს თავად რუსეთის ინტერესებშია.

„მე მჯერა, თავად რუსეთის ინტერესს წარმოადგენს ამ საკითხს გარკვევა. ამიტომ ჩვენ მოველით, რომ რუსეთი წვლილს შეიტანს ამ საქმეში გამოძიების ჩატარებით. თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოსკოვი ვეღარ შესძლებს თავიდან აიცილოს ბრალდებები, რომელთა წინაშეც დგას“, - განაცხადა ჰეიკო მაასმა.

მისივე თქმით, თუკი მოსკოვი მომხდარს არ გამოიძიებს, ამ საკითხზე ვარაუდები და სპეკულაციები იარსებებს, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას გერმანიასთან და ევროკავშირთან.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება და მას მკურნალობა ბერლინის საავადმყოფოში უტარდება.

იხილეთ ვიდეო:გერმანია რუსეთისგან მოელის, რომ ალექსეი ნავალნის საქმის გამორკვევაში წვლილს შეიტანს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდებით, რომ ალექსეი ნავალნის საქმის გარკვევაში რუსეთი წვლილს შეიტანს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ოფიციალურმა რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს თავად რუსეთის ინტერესებშია.

„მე მჯერა, თავად რუსეთის ინტერესს წარმოადგენს ამ საკითხს გარკვევა. ამიტომ ჩვენ მოველით, რომ რუსეთი წვლილს შეიტანს ამ საქმეში გამოძიების ჩატარებით. თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოსკოვი ვეღარ შესძლებს თავიდან აიცილოს ბრალდებები, რომელთა წინაშეც დგას“, - განაცხადა ჰეიკო მაასმა.

მისივე თქმით, თუკი მოსკოვი მომხდარს არ გამოიძიებს, ამ საკითხზე ვარაუდები და სპეკულაციები იარსებებს, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას გერმანიასთან და ევროკავშირთან.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება და მას მკურნალობა ბერლინის საავადმყოფოში უტარდება.

იხილეთ ვიდეო:გერმანია რუსეთისგან მოელის, რომ ალექსეი ნავალნის საქმის გამორკვევაში წვლილს შეიტანს

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს