თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია და სრულ ჩანაწერს ითხოვენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთი კვირის მანძილზე 3 ჯიპის გადაადგილების სრული მარშუტის ამსახველი ჩანაწერი ენახათ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელის გზით მაწევანს უკავშირდება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ავტომობილებს ამ მიმართულებით გაადგილება მარტივად შეეძლოთ.

„გამოძიებამ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამი ჯიპი რუსთავიდან, სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. მათი მარშრუტი იყო შემდეგი-ისინი ყოველდღე მიდიოდნენ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე და გარკვეული დროის შემდეგ რუსთავში ბრუნდებოდნენ. მოვითხოვე, ერთი კვირის მანძილზე, რუსთავიდან შავნაბადის სამხედრო ბაზაზე მათი შესვლისა და გამოსვლის მასალა გამოთხოვილი ყოფილიყო და ნათლად გვენახა, თუ რა პერიოდი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ისინი თანახმა იყვნენ. დაპირების თანახმად, ეს ვიდეოჩანაწერი გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვიყავით.

ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელის გზით უკავშირდება მაწევანს. არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის. ჯიპს ყველაზე მარტივად შეეძლო ჩასულიყო მაწევანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ვსვამ კითხვებს, სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტი, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსესებობს რუსთავში ასეთი სამხედრო ბაზა. ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი პირადად უნდა მენახა“,-აცხადებს რამიშვილი.

მისი თქმით, ოჯახისა და მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სრული ჩანაწერი მიიღონ.

„ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, რომელ საათზე, რა დროს გამოდის აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან და თუ არ გამოდის, მაშინ რამდენ ხანს რჩება 3 ჯიპი სამხედრო ბაზაზე. მეორე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება რუსთავიდან აღნიშნული შავი ჯიპები შავნაბადის ტერიტორიაზე“,-აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, ისინი დამატებით სატელიტურ ჩანაწერებს და ექსპერტიზის დასკვნასაც ელიან.

„ვითხოვთ სატელიტურ სურათებს, რომელსაც დიდი ხანია უკვე ველოდებით და ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნას“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრებს ავრცელებს.

როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს