ექიმები ალექსეი ნავალნიზე - პაციენტის მოწამლვის სიმძიმიდან გამომდინარე, გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძალიან ადრეა

ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, მაგრამ მისი სიმპტომატიკის გაუმჯობესება დაიწყო. ამის შესახებ ბერლინში კლინიკა Charité-ის ექიმებმა განაცხადეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.

მათივე ცნობით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და კვლავ ხელოვნურ კომაშია.

კლინიკის პრესრელიზის მიხედვით, ნავალნის საერთო მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მაგრამ უშუალოდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თუმცა, პაციენტის მოწამლვის სიმძიმიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება“, - აცხადებენ სპეციალისტები.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოდან იმყოფება მას შემდეგ, რაც ის ტომსკიდან მოსკოვისკენ მიფრინავდა და თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ამის გამო, თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს