მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია მცირე უპირატესობით იმარჯვებს

მონტენეგროში, 30 აგვისტოს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, მმართველმა პროდასავლურმა „სოციალისტთა დემოკრატიულმა პარტიამ“ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. ამ დროისთვის ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 95% დაითვალა. წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ მილო დუკანოვიჩის მმართველ პარტიას 34.8% აქვს, რაც 81 ადგილიან პარლამენტში 30 მანდატს ნიშნავს. მისმა მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „მონტენეგროს მომავლისთვის“, რომელსაც სათავეში პროფესორი ზდრავკო კრივოკაპიჩი უდგას, ხმების 32.7% მიიღო, რაც პარტიას პარლამენტში 27 მანდატს მოუპოვებს. მესამე ადგილზეა პარტია „მშვიდობა ჩვენი ერია”, რომელსაც 12.5% აქვს, რაც 10 მანდატს ნიშნავს.

ქვეყნის კანონმდებლობით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პარტიამ მინიმუმ 41 ადგილი უნდა მოიპოვოს, შესაბამისად, პირველ ადგილებზე გასულ ორივე პარტიას კოალიცის შექმნაზე მოუწევს ფიქრი.

„სოციალისტთა დემოკრატიული პარტია“ ქვეყნის სათავეში 1990 წლიდან არის, ამავე პარტიის ლიდერია პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი. ნაციონალისტური პარტიების ოპოზიციური გაერთიანება კი რუსეთთან და სერბეთთან ახლო კავშირებს უჭერს მხარს. მას ზურგს უმაგრებს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია. კვირას გამართულ არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 75%-ს გადააჭარბა. ქვეყნის საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო