სერგი კაპანაძე - უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში უნდა მოხდეს უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა მოსამართლეზე ზემოქმედების შანსი საერთოდ გაქრეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ.

კაპანძის თქმით, შეთანხმება მოიცავს ნაფიცი მსაჯულების შემოღებას, მათ შორის მძიმე საქმეებზე, ასევე უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას უმაღლეს ინსტანციაში და ადგილობრივ დონეზე, თვითმართველობებში. ასევე, პოლიციის უფროსებისა და მოსამართლეების არჩევითობას, რაც კაპანაძის თქმით, გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ რეფორმები სხვადასხვა სფეროში.

„პროდასავლური ევროპული პარტიები რამდენიმე თვეა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში უკვე არამხოლოდ პოლიტიკურ და ტაქტიკურ საკითხებზე ვმსჯელობთ და ვთანხმდებით, არამედ შინაარსობრივ საკითხებზეც, ამიტომ ეს შეთანხმება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაკეთეთ მონახაზი იმ სასამართლო რეფორმის, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ეს გულისხმობს ნაფიცი მსაჯულების შემოღებას და მათ გავრცელებას ყველა მძიმე საქმეზე, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში მოსამართლეზე გავლენის მოხდენის შანსი მცირდება ხელისუფლების მხრიდან და დღეს ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მოსყიდული და კლანის მოსამართლეების შანსი პრაქტიკულად დადის ნულამდე. ასევე, პოლიციის უფროსების და მოსამართლეების არჩევითობა რეგიონებში, ზრდის მათ ანგარიშვალდებულებას ხალხთან. „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში უცხოელი, კერძოდ ამერიკელი მოსამართლეების მოწვევა, რათა საერთოდ გაქრეს შანსი რაიმე ზემოქმედების მოსამართლეზე. ეს არის ძირითადი მონახაზი იმ რეფორმის, რომელზეც ჩვენ შევჯერდით და ძალიან კარგია, რომ ეს იდეები არის გაზიარებული უმრავლესობის მიერ თუ არა, ყველა პროდასავლური ოპოზიცირი პარტიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, ის არასწორი მიმართულება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში მარლთმსაჯულების მხრივ, შემოტრიალდება და შეიცვლება. ჩვენი ეს ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მარლთმსაჯულების სფეროში რეფორმები,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა