ეკა ბესელია მოითხოვს, პარლამენტმა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, უმოკლეს ვადაში განიხილოს

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ეკა ბესელია მოითხოვს, რომ პარლამენტმა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, უმოკლეს ვადაში განიხილოს.

როგორც ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი ეხება არჩევნევის გაყალბებისგან დაცვის მკაფიო მექანიზმს.

„ჩემი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ კეთილი ინებოს უმრავლესობამ და ჩამოიღოს თაროზე შემოდებული ჩემი კანონპროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და ხმის დაცვის ძალიან მკაფიო და კონკრეტულ მექანიზმს. 13 ივლისს ეს ინიციატივა უკვე დაეწერა იურიდიულ კომიტეტს. აქამდე ის განხიული არ არის და ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც არ იხილებოდა ეს ცვლილება იყო ის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და ვერ ვასწრებთ ამ პროექტის განხილვასო. რადგან დღეს ხდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება თავად მმართველი პარტიის მხრიდან, ჩემი მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადაში, იმავე ვადაში, რა ვადაშიც მოხდება დღეს წარმოდგენილი ცვლილებების განხილვა, მოხდეს ჩემი ინიციატივის გამოტანაც კომიტეტზე და სესიაზე და მოხდეს ამ ორი საკითხის განხილვა. ორივე ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, ეხება ხმის დაცვის დემოკრატიულ და მკაფიო, ეფექტიან მექნიზმს, კერძოდ იმას, რომ თუ ბიულეტენები არასწორად არის დათვლილი, მოხდეს საარჩევნო უბანზე შერჩევითი პრინციპით ბიულეტენების გახსნა და გადათვლა. ეს არის ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მექანიზმი, რომ საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი მანიპულაცია დავაზღვიოთ გაყალბებისგან. რატომ არ უნდა უნდოდეს ეს ხელისუფლებას არის აბსოლუტურად გაუგებარი. ამ ინიციატივას მხარს უჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ამჯერად იმ არგუმენტს აღარ მოვისმენ, ან აღარ მეტყვიან, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და ვერ ასწრებენ. როგორც ჩანს, ამ კვირაში დაგეგმილია დაჩქარებული წესით წარმოდგენილი ცვლილებების განხილვა. მე ვითხოვ, ამაზე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვაც”,- განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:ეკა ბესელია მოითხოვს, პარლამენტმა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, უმოკლეს ვადაში განიხილოს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ