ბიუროს სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრ მიხეილ ყაველაშვილსა და პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლევან გოგიჩაიშვილი ბიუროს სხდომაზე დაინტერესდა, რატომ ვერ განიხილა პარლამენტმა ამ დრომდე

კანონპროექტი „აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ“, რომლის ინიცირებაც თანამოაზრეებთან ერთად მოახდინა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სადაც მივა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი შეხვედრაზე, თვითონაც იქ მივა და კონკრეტულად ამ კანონპროექტის შესახებ გაამახვილებს ყურადღებას. კამათი დეპუტატებს შორის სწორედ ამას მოჰყვა. მიხეილ ყაველაშვილმა გოგიჩაიშვილს მიმართა: „ნუ გვაშინებ“.

„ნუ გაშინებ, არა. შენ მურუსიძის მეგობრობას და ჩინჩალაძის მხარდაჭერასაც მოგთხოვენ. ლევანი მქვია და წესიერად ილაპარაკე, სახელით მომმართე. თუ გინდა, მიკროფონს მიღმა მესაუბრე“, - უპასუხა ლევან გოგიჩაიშვილმა ყაველაშვილს.

ყაველაშვილმა კი გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ „ზედმეტი მოსდის“.

„წესიერად ვლაპარაკობ. როგორც ყოველთვის ზედმეტი მოგდის. ჭკუას გვარიგებ, ყოველთვის შეიძლება ჭკუის დარიგება?!“ - აღნიშნა ყაველაშვილმა.

„ზედმეტი რა მომივა, ცოტა ხანში ნახავ. შენ არავინ გეკითხება, ბატონო მიხეილ. მაინტერესებს, მოხდება თუ არა ჩვენი კანონპროექტების განხილვა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო