ახალგორის გამგებელი - ოკუპირებულ ახალგორში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, მოსახლეობა ფაქტობრივად ტყვეობაშია

აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, არც მედიკამენტები, არც ხორცი და რძის პროდუქტები, - განაცხადა ახალგორში მცხოვრებმა პირმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ბოლო 3 წელია, სულ უფრო რთულდება მდგომარეობა, მას შემდეგ კი, რაც მეექვსე თვეა ახალგორი ჩაკეტილია, ადგილზე ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

„ახალგორის რაიონი ყოველთვის ცნობილი იყო ცხვარ-ძროხის სიმრავლით, ახლა კი დასაკლავი საქონელიც აღარაა. აქ ჩარჩენილები ვერც პენსიას ვიღებთ, ვერც შემწეობას“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებულ დაბაში მცხოვრებმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

„უკიდურესად რთული ვითარებაა ახალგორის მუნიციპალიტეტში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მოსახლეობა ფაქტობრივად ტყვეობაშია, ამ პირობებში იმყოფება უკვე 6 თვეა. ვერ გადმოდიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად, ვერ მოდიან პროდუქტების შესაძენად, ვერ მოდიან პენსია-შემწეობის ასაღებად, ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს, ახლობლებს. მე-3 წელია ოკუპირებული რეგიონის რეჟიმმა აკრძალა ახალგორის ტერიტორიაზე პირუტყვის შეყვანა, რამაც დამატებითი პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. დიახ, გიდასტურებთ, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და შესაბამისად, რძის პროდუქტების დეფიციტიცაა ოკუპირებულ დაბაში, საქონელიც კი აღარ იკვლება, აღარაა დასაკლავი და იმიტომ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ნუგზარ თინიკაშვილმა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს