ავღანეთის ხელისუფლებამ 200 თალიბი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ავღანეთის ხელისუფლებამ 200 თალიბი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რამაც გაჭიანურებულ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულები იმ 400 თალიბი პატიმრიდან არიან, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და რომლების გათავისუფლების საკითხმაც ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდო მოლაპარაკებები შეაფერხა.

როგორც წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, პატიმრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება და შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს.

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობას ქვეყნის ციხეებიდან დაჯგუფების 5 000-მდე წევრი უნდა გაეთავისუფლებინა, სანაცვლოდ კი „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო. აღნიშნული 5 000 თალიბი პატიმრიდან ავღანეთის მთავრობამ 400, მძიმე დანაშაულებებისთვის მსჯავრდებული პატიმრის გარდა, ყველა გაათავისუფლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს