შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, პროცესების 6-7-საათიანი მიმდინარეობა არასრულწლოვნებისთვის დამთრგუნველია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ნ.ქ.-ს ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, სასამართლოში პროცესების ექვსი და შვიდსაათიანი მიმდინარეობა ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის დამთრგუნველია.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართავენ თხოვნით, რომ კვირაში 2-ზე მეტი პროცესი არ დაინიშნოს.

„პროცესების ინტენსიური მიმდინარეობა როგორც დაცვის მხარისთვის, ასევე ბრალდებულებისთვისაც ძნელია, რადგან არასრულწლოვნები არიან და დღეში 6-7 საათიანი მუშაობა მათთვის არის დამთრგუნველი. ასევე 3-4 საათის განმავლობაში იკითხებიან არასრულწლოვანი მოწმეები, რაც ასევე ძნელია. ჩვენ ვთხოვთ მოსამართლეს, კვირაში 2 დღის მეტი არ დანიშნოს პროცესი. ბრალდებულებთან შეხვედრები გვინდა, მათთან განვლილ მოწმეებთან დაკითხვის შეჯერება. ასევე ადვოკატებს სხვა პროცესებიც გვაქვს, რაც ჩვენთვისაც დისკომფორტია”,- განაცხადა იმნაიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ