ექსპერტის განცხადებით, იმ დაზიანებებისა და სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც შაქარაშვილს ჰქონდა, ტკივილის სინდრომი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, იმ დაზიანებებისა და სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც გიორგი შაქარაშვილს მუცლის წინა კედელზე, მცირე მენჯის პროექციაზე, ზურგის არეში და თავზე ჰქონდა, ტკივილის სინდრომი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მოძრაობაში ხელს შეუშლიდა.

ალექსანდრე გეჯაძე პროკურატურის მიერ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მაღალი ალბათობით, გიორგი შაქარაშვილს ქალა ტვინის ტრავმა თავის ტვინის შერყევის სახით უნდა ჰქონოდა, რასაც გონების დაკარგვა სდევს თან. ექსპერტის განმარტებით, ასეთ მდგომარეობაში შაქარაშვილს მოძრაობის გაგრძელება გაუძნელდებოდა.

„პირველი შუალედური ექსპერტიზა 8 ძირითად შეკითხვაზე მოიცავდა პასუხს, რომელიც ეხებოდა დაზიანებების განვითარების მექანიზმზე მსჯელობას, ანუ ამა თუ იმ პირობებში შესაძლებელი იყო თუ არა, შაქარაშვილს მიეღო დააზიანებები, რაც თავის თავში მოიცავდა სიმაღლიდან ვარდნას, დაცემას, დაგორებას და ა.შ. 14 შეკითხვიდან დარჩა 6 შეკითხვა, რომელზეც დღეს პროკურატურამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა... ამ პასუხებიდან გამომდინარე ძირითად მიმართულებებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც შემდეგში მდგომარეობს:

ცალსახად დადგინდა და დადასტურდა, რომ შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებების ხასიათის, მათი მასშტაბურობის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით, ადგილი უნდა ჰქონოდა ქალა ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევის სახით. ცალსახაა, რომ თავის ტვინის შერყევებს ხშირად ახასიათებს და თან სდევს გონების კარგვის ეპიზოდები. გონების დაკარგვა ქალა ტვინის ტრამვების, კერძოდ, თავის ტვინის შერყევებში გრძელდება რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთის ჩათვლით და საშუალოდ, არაუმეტეს 5 წუთისა.

სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფ შაქარაშვილს ბუნებრივია, გაუძნელდებოდა და ხელი შეეშლებოდა მოძრაობისა და გადაადგილების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ერთ-ერთ საინტერესო შეკითხვას, რომელიც ითვალისწინებდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრას, კერძოდ, დაზიანებების მიყენებიდან გარდაცვალებამდე რა დრო უნდა გასულიყო, რადგან წინა ექსპერტიზის შედეგებში გვეწერა, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით განვითარებული უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში. გამოძიებამ დაგვიკონკრეტა შეკითხვა, თუ რა იგულისხმებოდა სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში. ამ მიმართულებით მუშაობა ჩაატრა პროფესორმა ბურკაძემ, მოლეკულური პათოლოგიის ხელმძღვანელმა და შესაბამისად, განსაზღვრა ამ სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა, კერძოდ, მათი ხანდაზმულობა უნდა შემოიფარგლოს 10-დან 20 წუთის ინტერვალში, ანუ დაზიანებების მიყენებიდან სიკვდილამდე 10-დან 20 წუთის ინტერვალია.

რაც შეეხება კითხვას, შაქარაშვილს ჰქონდა თუ არა ტრავმული შოკი - ის სისხლის დანაკარგი, რაც მას დაზიანებებით ჰქონდა აღწერილი, ჰიპოვოლემიურ შოკს ვერ გამოიწვევდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა შინაგანი სისხლჩაქცევები ჰქონდა მას მუცლის წინა კედელზე, მცირე მენჯის პროექციაზე და ზურგის არეში ორივე მხარეს, აღნიშნულ მდგომარეობას თავზე არსებულ დაზიანებებთან ერთად მთლიანობაშიც და ცალ-ცალკეც უნდა გამოეწვია ტკივილის სინდრომი, რომელიც სხვადასხვა ხარისხით გამოიხატება სხვადასხვა პიროვნებაში. ვადასტურებთ, რომ შაქარაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ტკივილის სინდრომს, რაც ასევე ბუნებრივია, ხელს შეუშლიდა მას დამოუკიდებლად გადაადგილებაში და მოძრაობაში“, - განაცხადა გეჯაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო