პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დედა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხება

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან უწყებას კითხვები ექნება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

დავით გუმბერიძის განცხადებით, თეონა თამაზაშვილი მოწმის სახით დაიკითხება.

"დღევანდელი დაკითხვა შეეხება თეონა თამაზაშვილის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას. ხსენებული დღის შემდეგ ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მის დამცველ ადვოკატთან დაკითხვასთან დაკავშირებით. ქალბატონი, თეონა გუშინ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, უარი განაცხადა პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ და დღეს ჩატარდება მისი მოწმის სახით დაკითხვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

პროკურორის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან ასევე, მის ადვოკატთან.

"გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. თუ რაიმე ინფორმაცია გაჟღერდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან მიმართებაში, ჩვენ ყველა ამ ინფორმაციას ვამოწმებთ. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა მხარესთან, თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს, ყველა ამ გარემოებას ვსწავლობთ, ერთ-ერთია 30 აგვისტოს გაკეთებული განცხადება" , - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, დღეს, გამოძიებას თეონა თამაზაშვილთან კითხვები ექნება იმ განცხადებაზეც, სადაც ის ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი , დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო