ამირან გამყრელიძე - ამჟამინდელ ვითარებას მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ფაქტია, მატება გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა მობილობის გაზრდასთან ერთად, ინფიცირების რაოდენობამაც მოიმატა, რაც პროგნოზირებადი იყო.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მობილობის გაზრდასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბოლო პერიოდში რეკომენდაციებს, თითქმის არსად იცავენ.

„ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი, მეორე ტალღას უფრო ცივი პერიოდი რომ დაგდება, მერე დავარქმევდი, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ მატება გვაქვს. მატება პროგნოზირებადი იყო და ვიცოდით, რომ იქნებოდა, რადგან აგვისტოში მობილობა სერიოზულად გაიზარდა, სერიოზულად გაიზარდა შიდა ტურიზმი და განსაკუთრებით დაიტვირთა შავიზღვისპირეთი.

ასევე გაიზარდა ფრენები, გაიზარდა ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა.

ჩვენ ჩაკეტილი და იზოლირებული არ ვართ და შემთხვევები, რომ გაიზრდებოდა, გასაგებია.

ასევე, ივნის - ივლისში საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოვეშვათ. ჩვენ სერიოზულად მოვეშვით და თითქმის არსად არ იცავენ რეკომენდაციებს. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი ძალიან გაამწვავა და მე იმედი მაქვს, რომ აღსრულების მექანიზმები უფრო ძლიერი იქნება. მოგეხსენებათ მარტო შოლტით საქმე არ გამოდის და საჭიროა საზოგადოების მაღალი თვითშეგნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა