გიორგი კანდელაკი მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენის და უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისკენ და უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნისკენ მოუწოდებს.

კანდელაკის თქმით, კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციულია, რადგან საქართველოს მთავრობა ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელ და საქართველოს მოქალაქეს განხვავებულ პირობებში აქცევს.

კანდელაკმა საქართველოს მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისკენაც მოუწოდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, რეგულარული ფრენები უნდა აღდგეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც შედიან უსაფრთხო ქვეყნების სიაში, იმ პირობით, რომ სიას დაემატება ქვეყნები, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი აქვთ.

„ევროპული საქართველო“ თავიდანვე მოითხოვდა, რომ ამ დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია არანაირი მეცნიერული საფუძველი და ის წარმოადგენს არაფორმალურ აკრძალვას ჩვენი მოქალაქეებისთვის დაბრუნდნენ სამშობლოში. ამავე დროს, მოვუწოდებ მთავრობას, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანონ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომელთაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გააჩნიათ კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი, როგორიცაა - საბერძნეთი, პოლონეთი და დანია. საბერძნეთსა და პოლონეთში ცხოვრობს ბევრი ჩვენი მოქალაქე და ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ეს ქვეყნები შეტანილი უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ასევე, „ევროპული საქართველოს“ სახელით მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ მისცეს საშუალება ავიაკომპანიებს, მათ შორის, პირველ რიგში „ვიზეარს“, რომ აღადგინონ რეგულარული ფრენები არა ყველგან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებში, რომელთაც აქვთ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება. ასევე მოვუწოდებ მთავრობას, რომ შეწყვიტოს „ჩაწყობისა“ და გამონაკლისების დაშვება. ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან მომავალმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა „ჩააწყო“ მთავრობაში და ქვეყანაში შემოვიდა კარანტინის გვერდის ავლით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მთავრობასთან, რომ შემოუშვას ქვეყანაში ადამიანები იმ ქვეყნებიდან, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათია“ , - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა