ირმა ინაშვილი - საერთოდ არ მაინტერესებს კინზინგერი რას ფიქრობს, ჩემს თვალში და წარმოდგენაში საკმაოდ რეპუტაცია შელახული პირია

„საერთოდ არ მაინტერესებს ადამ კინზინგერი რას ფიქრობს. ჩემს თვალში და წარმოდგენაში საკმაოდ რეპუტაცია შელახული პირია”,- ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი კონგრესმენ ადამ კინზინგერის მიერ “ტვიტერში” გამოქვეყნებულ განცხადებას.

ინაშვილის თქმით, კონგრესმენი კინზინგერი “მიკერძოებული და ცალმხრივია”.

“პირდაპირ ვაკავშირებ მას სააკაშვილთან და ბოკერიასთან. მე არ ვლაპარაკობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მე ვლაპარაკობ დევიდ კრამერზე, მაკკეინის ჯგუფის სხვა წარმომადგენლებზე, რომლებიც არიან ჩემი პირდაპირი მტრები და საქართველოს არაკეთილმოსურნეები და ამ ჯგუფს უკავშირდება სწორედ ეს დეზინფორმაციის კამპანია”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ტვიტერში” განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოხატავს “გავრცელებილი დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა