შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ ვერონიკა არონიას 2500-ლარიანი გირაო შეეფარდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ ვერონიკა არონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2500-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

ვერონიკა არონია მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც ის გირაოს თანხას გადაიხდის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვერონიკა არონიამ გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და გამოძიების წინაშე სამჯერ გამოკითხვისას მოჰყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. უწყების ცნობითვე, საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდა გამოძიებას იმისთვის, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია.

საქმე ეხება ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ ვერონიკა არონიას 2500-ლარიანი გირაო შეეფარდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ