მიხეილ რამიშვილი - მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია, მეც გავასაჯაროებ - ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკველობის ვერსიას. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის ამ ჩვენებების გასაჯაროებას გეგმავს.

„ჩვენ გამოძიებას და პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით სატელიტიდან 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები დადონ და შესაბამისი კოორდინატებიც მივაწოდეთ. იყო თუ არა იქ საერთოდ ავტომობილი. მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი. თითქოსდა არასდროს არ ყოფილა იქ ნახირი. ამ დროს 12, 13, 14 აგვისტოს ვიდეოკადრები მაქვს გადაღებული, როგორ გადაადგილდებიან. როგორც ჩანს, პოლიციელები არ იყვნენ იმ დღეს მორიგეობაზე.

მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია, მეც გავასაჯაროებ, როგორც თვითონ ასაჯაროებენ. ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას. ეს არის მწყემსების ჩვენებები“, - განაცხადა რამიშვილმა.

პროკურატურის განცხადებაზე, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში არსებულ ნივთებზე მხოლოდ გარდაცვლილის დნმ-ია აღმოჩენილი, რამიშვილი ამბობს, რომ „როდესაც ორგანიზებულია მკვლელობა, იქ ყველაფერი ხელთათმანებით ძალიან კარგად იგეგმება, რომ არავისი კვალი არ აღმოჩნდეს“.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა