მამუკა ხაზარაძე - სისტემის დემონტაჟს ვაპირებთ, საქართველოში დავამყარებთ მდგომარეობას, როცა სასამართლო მოსახლეობის მხრიდან მაღალი ნდობით იქნება აღჭურვილი

ჩვენ ამ სისტემის დემონტაჟს ვაპირებთ, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დავამყარებთ იმ მდგომარეობას, როცა სასამართლო მოსახლეობის მხრიდან მაღალი ნდობით იქნება აღჭურვილი, - ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ პრეზენტაციაზე დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც „სასამართლო სისტემაში არსებობს ე.წ. კლანი და როგორ აპირებს ამ სისტემის დემონტაჟს“.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ ამოცანაა, რომ სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო პარტნიორები ჩართონ.

„ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი და მოკლევადიანი ამოცანაა, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, განვახორციელოთ ამ სისტემის დემონტაჟი, პრაქტიკულად შევქნათ სისტემა და ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სერიოზულად ჩავრთოთ, იმისთვის, რომ საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, სასამართლო სისტემის რეფორმირება მოვახდინოთ, სადაც ადგილს დაიკავებენ პატიოსანი, ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი და პროფესიონალი მოსამართლეები. ჩვენი პარტია გამოირჩევა ყველაზე მძლავრი პროფესიონალი იურისტებით და გაერთიანებული არიან მის ლიდერშიფში. უახლოეს ხანში ჩვენ გვექნება ცალკე პრეზენტაცია, სადაც საუბარი გვექნება ჯანდაცვაზე, სასამართლოს მოწყობაზე, განათლებაზე და ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებას საშუალება ექნება დეტალურად შევიდეს ამ დისკუსიაში. გეტყვით, რომ ჩვენ ამ სისტემის დემონტაჟს ვაპირებთ, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დავამყარებთ იმ მდგომარეობას, სადაც სასამართლო მაღალი ნდობით იქნება აღჭურვილი მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს