გიორგი ვაშაძე - ჩვენი თანაგუნდელის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ჰქონდა ადგილი

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

ვაშაძის განცხადებით, მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან აქვს კავშირი და განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

"არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს ამ არჩევნებზე არ მოერიდებიან. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ: ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება ექნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ რიგი მიზეზების გამო კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და გამგები კარგად გაიგებს, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. ჩემი ამოცანა, როგორც პრემიერ-მინისტრის იქნება ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იყოს დასჯილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ეს შეეხება ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაბედოს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს