მეუფე იაკობი - თუ მღვდელმთავარს საკუთრება აქვს, ანდერძი უნდა დაწეროს და სიკვდილის შემდეგ, ეკლესიას გადაეცემა, ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ

მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი მღვდელმთავრები სჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ.

„ტელევიზიით გადის ხოლმე მღვდელთმთავრების ქონებებზე, სჯულის კანონიდან ვიღაცები მოჰყავთ ხოლმე... რჯულის კანონი რომ გადაშალოთ, იქ პირდაპირ წერია, რომ მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ. პირადად ჩემზე თუ გაინტერესებთ, ეკლესიაში რომ წავედი მთელი ჩემი ქონება დავთმე და გადავეცი, მაგრამ ვისაც აქვს, არავითარი დანაშაული არ არის, რჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ. არასწორად განმარტავენ ხოლმე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფეს თქმით, ეკლესიას მტრები ებრძვიან.

„შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით, ხან იმას გამოჩხრიკავენ, ვითომ ქონებაო.. მაგათ ეგ აინტერესებთ? ეკლესიის დამცრობა უნდათ იმიტომ, რომ შეკვეთა აქვთ ჩვენი მტრებისგან იმისი, რომ ინდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. დღესაც შევხედოთ თუ რამე ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ჩვენს ეკლესიას იქ იურისდიქცია გაგვაჩნია. სახელმწიფოს არ გააჩნია. ქვეყანა დიდი გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო დაგვიპატარავდა და ვინ იბრძვის ამისთვის? ვინც ებრძის ეკლესიას, დიქტორებზე არ მაქვს საუბარი, რომ გამოდიან გოგო-ბიჭები და ტელევიზორიდან რომ გვესაუბრებიან, მე მაქვს საუბარი იმათზე, ვინც მართავს ტელევიზიებს, ჩვენ რა არ ვიცით რა ფულით სპონსორდებიან? ისინი ებრძიან საქართველოს წარსულს, საქართველოს აწმყოს და საქართველოს მომავალს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში