იაპონიის ხელისუფლებამ ქარიშხალ „ჰაიშენის" გამო მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა

იაპონიის სამხრეთით მცხოვრებ 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანს ხელისუფლებამ ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა, რომელიც მოახლოებულ ქარიშხალ „ჰაეშენს“ უკავშირდება. ხელისუფლებამ სტიქიის მოახლოების შესახებ გააფრთხილა პრეფექტურების - საგას, ნაგასაკის, კუმამოტოს, იოტას, მიაძაკისა და კაგოსიმას მცხოვრებლები.

იაპონიის ეროვნული მეტეოროლოგიური სამმართველო ერთ დღე-ღამეში 600 მილიმეტრის ნალექის მოსვლას პროგნოზირებს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე წამში 50 მეტრს უკვე აჭარბებს.

მოახლოებული სტიქიის გამო, 550 შიდა ავიარესი გაუქმდა, შეჩერდა ჩქარი მატარებლების მიმოსვლა. ოკინავაზე ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, 1300 ოჯახს ელექტროენერგია შეუწყდა.

ამ დროისთვის ქარიშხალი „ჰაიშენი“ წყნარი ოკეანის მიმართულებით იაპონიის ოკინავას პრეფექტურისკენ მიემართება საათში 20 კილომეტრის სიჩქარით, რომლის სიჩქარე ეპიცენტრში წამში 75 მეტრს შეადგენს. ელოდებიან, რომ ქარიშხალი იაპონიის სამხრეთ რეგიონების სანაპიროს გამთენიისას მიაღწევს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა