გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ორგანიზაციის ლიდერებს ონლაინ ფორმატში ესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ეტაპისთვის ეუთოს წინაშეა და აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებში არ მოხერხდა თანამშრომლობის გაღრმავება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ამის მაგალითი იყო სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ასევე, საქართველოში მიმდინარე აქტიური ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების შევიწროება.

მათივე ცნობით, საუბრისას აღინიშნა ისიც, რომ ბოლო თვის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე არის აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მათი შეფასებით, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ეუთო კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენების დეესკალაციისა და დიალოგის ხელშეწყობის პროცესში. ბოლო პერიოდში შედგა საუბრები ბელარუს პოლიტიკოსებთან და ასევე ოფოციალურ განცხადებაშიც აისახა საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია. ძალისმიერი მეთოდების მიუღებლობის, ბელარუსის ხელისუფლების მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ეუთოს პრინციპებთან შესაბამისობის აუცილებლობის შესახებ. ასევე იგეგმება დელეგაციის ვიზიტი მინსკში, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პანდემიის დაწყებიდან პირველი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში არსებულ სირთულეებსა და დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის პრიორიტეტულად საქართველოსა და აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგის საკითხზე.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილებდნენ აშშ სენატის, კონგრესის, ბუნდესტაგის, შვედეთის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, კვიპროსის დეპუტატები და ეუთო-ს საერთაშორისო სამდივნოს ხელმძღვანელები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო