გიორგი ვაშაძე - განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, მათი ოჯახების პრობლემაზე დამსხვრეული ოცნებების მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ მხრივ არსებული სტატისტიკა მძიმეა.

ვაშაძის თქმით, აღნიშული „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობის უმოქმედობას უკავშირდება.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ოჯახები ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მიტოვებულები და ბედისანაბარა დარჩენილები არიან. ფაქტობრივად, სახელმწიფო არ ზრუნავს კომპლექსურად არსებულ პროვლემებზე. საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით განსაკუთრებული საჭიროების მქონე 118 000 ადამიანია. ფაქტობრივად, ეს არის 118 000 ოჯახი. შესაძლოა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია, მაგრამ არსებული სტატიტიკაც შემაშფოთებელია, ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 3% და საკმაოდ, დიდი პრობლების წინაშე დგანან. პრობლმები აქვთ, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ასევე შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის," - აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელის" გუნდი სისტემურად მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და მიაჩნია, რომ მოვიდა დრო მთავრობამ კომპლექსური სტრატეგია შეიმუშაოს.

„220 თუ უფრო დაბალი პენსიიდან 16%-იან სესხს არ უნდა იხდიდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია. „ლიბერთი ბანკის" ექსკლუზივი, რომლითაც ფაქტობრივად, ზარალდება აბსოლუტურად ყველა. ის, რომ პენსია მოსამატებელია, განსაკუთრებით ე.წ. მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში, ამაზეც ხშირად მივანიშნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პრობლემას - ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მათი ოჯახების პრობლემა, რომელზეც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს, არ აწუხებს და მათი მხრიდან მიტოვებულები არიან. ისევ და ისევ საბჭოთა მიდგომა - თითქოს ეს პრობლემა რეალურად არარსებობს, თვალის დახუჭვა მათ გასაჭირზე და ეს ადამიანები წლები ცხოვრობენ ამ პრობლემებთან ერთად, ეს სამწუხაროა. არასერიოზული მიდგომა მოქმედი მთავრობის მხრიდან. თურმე, სამ წლამდე არ შეიძლება საერთოდ სტატუსის მინიჭება- ეს არის კატარსროფა. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებს აწვალებენ," - აცხადებს ვაშაძე,

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და სპეციფიური დაავადებების მოქნე ადამიანების პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის შამუშავება აუცილებელია.

„აუცილებელია, გავერკვეთ, თუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. უამრავი პრობლემაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პრობლემებთან ერთად ოჯახები ფაქტობრივად ვერ უმკლავდებიან დაავადებას და წლები უწვეთ ტანჯვით ცხოვრება. ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობდა, მუშაობს და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები. პირველ რიგში, ეს არის, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეს ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურები უყოვნებლივ მოიხსნას, მეორე, დეკემბერში პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად ყველა სესხზე ეს უსაზღვროდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება, მესამე-ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპლექსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხიდან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების 100%-იანი სადაზღვეო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ოჯახებს. ასევე რაც მთავარია დასაქმების მიმართულებით მუშაობა. როცა იუსტიციის სახლში ვმუშაობდით, მაშინ გაკეთდა ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც შშმ პირებს შეეძლოთ სახლიდან მუშაობა. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ, კარგად იმუშავა და ვფიქრობ მსგავსი პროექტები ამოვქოქოთ და ავამუშაოთ. მთავარია, განსაკუთრებული საჭიროება - ეს არ უნდა ითვლებოდეს საზოგადოებაში პრობლემად. „სტრატეგია აღმაშენებელი" ცალკე პროგრამას ამზადებს აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად", - აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატრეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა