გიორგი ვაშაძე - კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს

როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, სხვებს იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყნის აშენებას გეგმავს პროფესიონალებთან ერთად და კადრებთან, რომლებიც დღეს არიან ექსპერტულ წრეებში.

„პროფესიონალებთან ერთად ვაპირებ, ვაპირებ ძალიან ბევრ ძლიერ კადრთან ერთად, რომელთაც ვიცნობ, ზოგი ჩემთან ერთად პოლიტიკაში უკვე წამოვიდა, ზოგი ექსპერტულ წრეებშია და ვაპირებთ, შევთავაზოთ საჯარო სამსახური.

კოალიცია დაგვჭირდება, რაც აბსოლუტური რეალობაა. პროდასავლური კოალიცია იქნება, მაგრამ წამყვანი ძალა ვიქნებით ჩვენ. როცა მე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ვფიქრობ, რომ სხვებს იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც ჩვენ აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პრინციპული-გაწერილი სტრატეგია, რომლითაც მსურს, კომუნიკაცია მქონდეს ყველასთან“, - აღნიშნა ვაშაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს