გიორგი ვაშაძე პრემიერს - თქვენი რეაქცია მიუთითებს, რომ სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალების შანტაჟში

თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, რომ როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალების შანტაჟში, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, „ვაშაძემ იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში უნდა მიიტანოს“.

„გუშინ ბატონმა პრემიერმა, მოგვიწოდა, რომ იმ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, რომელსაც ნული საქმე აქვს გამოძიებული მსგავსი ტიპის. მე მას ვეკითხები, ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ვინმე გენდობათ თქვენ ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს? კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში. იმის გამო, რომ ჩვენი მხრიდან არის ნულოვანი ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ამ ადამიანსაც არ უნდა, რომ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მათი თანაგუნდელის შევიწროების საქმეზე დამოუკიდებელი გამომძიებლები აიყვანეს და გამოძიებას თავად აწარმოებენ.

„დიახ, მე მყავს ახლა აყვანილი გამომძიებლები და დეტალურად ვიძიებთ ამ საქმეს, არ წაგიცდეთ ხელი და არ გამოუქვეყნოთ იმ ადამიანს რაიმე მასალა, თორემ ძალიან მძიმე პასუხს აგებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

რატომ ვაკეთებ ამ ბრიფინგს, იმიტომ რომ ეს არის გამაფრთხილებელი, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მუშაობს თქვენზე, სხვა არც ერთი მექანიზმი არ მუშაობს გარდა საჯარო წნეხისა.

მესმის, რომ სტრატეგია აღმაშენებლის მზარდი რეიტინგი გაწუხებთ და ამიტომ გადახვედით ასეთ ტიპის შანტაჟზე და სხვა ტიპის შევიწროვებაზე, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

ვაშაძის განცხადებით, მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან აქვს კავშირი და განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო