გიორგი ლომია ილორის ტაძრიდან დაბრუნებულ ხატზე - ეს ხატი დევნილობაში იქნება და აუცილებლად, ოდესმე დაბრუნდება მონასტერში

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ლომია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მათ „პატრიოტთა ალიანსს“ ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი უკან დაუბრუნეს.

ლომიას განცხადებით, ეს იმ ადამიანების მიერ არის გაკეთებული, რომლებსაც არ სურთ, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა აღდგეს.

„ხატი უკვე სამი დღეა გამყოფ ხაზთან იმყოფება. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თუ ხატი იქნება დაბრუნებული, ეს ხატი დევნილობაში იქნება და აუცილებლად ოდესმე დაბრუნდება ილორის მონასტერში. ეს არ იყო ფარული ვიზიტი, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეს ვიზიტი არ იყო შესრულებული პოლიტიკური მიზნით. ეს იყო ჰუმანიტარული, რელიგიური აქცია. ჩვენ გვსურდა ჩაგვეტანა ხატი ილორის მონასტერში, რაც გავაკეთეთ და ეს უნდა დარჩენილიყო გაუხმაურებელ ფაქტად, რაც არ მოხდა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ რელიგიურ თემაზე პიარი ავაგოთ, მაგრამ ეს ამბავი ძალიან ცუდად გახმაურდა. მუდმივად მიდის მცდელობა დააკნინონ ის სიკეთე, რომელსაც ადამიანი აკეთებს, ეს უკვე ჩვევად იქცა საქართველოში და არც უნდა გაგვიკვირდეს,“ - აღნიშნა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, ილორის ტაძრიდან ხატის დაბრუნებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

„ისეთი დაჯგუფებები, როგორებიც არიან ,,ნაცმოძრაობა“ და ,,ევრო ნაცები“, არიან აფხაზეთშიც, რუსეთშიც და სხვაგანაც, მათ არ სურთ არანაირი სიკეთე. მათ სერიოზული ბრალდება წაუყენეს ასლან ბჟანიას და სხვა ადამიანებს იმის გამო, რომ ხატი აღმოჩნდა ილორის ტაძარში. თუმცა, თუ ჩვენ დავაკვირდებით სასულიერო პირების პოზიციას, ათონის არქიმანდრიტი ამბობს, რომ არავის არ ჰქონდა უფლება ხატი გაეტანა ეკლესიიდან. ეს არის გაკეთებული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ სურთ, ურთიერთობა აღდგეს ქართველებსა და აფხაზებს შორის. როდესაც ლაგდება ურთიერთობა ჩვენი პარტიის მიერ, მაგრამ არა ხელისუფლების მიერ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა არ შედგეს. სუს-ის სხვადასხვა რანგის თანამშრომელი ჩართული იყო აფხაზეთის მხარესთან კომუნიკაციაში, ამაზე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს და მათ მიერ არის არეულობა გამოწვეული, რაც არის უდაო ფაქტი,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსს“ ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ 5 სექტემბერს, უკან დაუბრუნა. მანამდე კი, 27 აგვისტოს, ხატის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დეფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებელი ე.წ ეკლესიამ გაავრცელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა