ანრი ოხანაშვილი - ქვეყნის მტრები, კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, კიდევ ერთხელ მოხდა ამ ჯგუფების სრული ლუსტრაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენით ამ პარტიების „დანაშაულებრივი მიდგომა გაშიშვლდა”.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში სცენარი ისეთივე იქნება, „როგორც ყველა სხვა კრიმინალური მენტალიტეტის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში”.

„ამ გადაწყვეტილებით და საერთო ხედვის გაჟღერებით ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში არის „ნაციონალური მოძრაობა”, გაშიშვლდა კიდევ ერთხელ მათი დანაშულებრივი მიდგომა და ზოგადად, მოხდა ლუსტრაცია ამ დანაშაულებრივი წარმონაქმნის. ვინაიდან, ძალიან კარგად ვიცით და ყველამ კარგად ვიხილეთ, რამდენიმე დღის წინ მათი ბელადის, მსჯავრდებულ სააკაშვილის აღიარება პირდაპირ ეთერში. მას შემდგომ, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჯგუფები, რომლებიც მთლიანობაში არიან „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” - ქვეყნის მტრები, კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, კიდევ ერთხელ მოხდა ამ ჯგუფების სრული ლუსტრაცია, ვინაიდან ისინი ემხრობიან დანაშაულებრივ კრიმინალურ გაერთიანებას, მათ ბელადს, რომელიც გასამართლებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ერთი მედლის ორი მხარეა.

„მედლის ერთი მხარე არის სააკაშვილი, რომელიც გამოვიდა პირდაპირ ეთერში და აღიარა დანაშაულებები, რაც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამ ადამიანის გარშემო ე.წ. ოპოზიცია გაერთიანდა. მეორე ჯგუფი არის ბოკერიას ხელმძღვანელობით, ამას არ აღიარებს და საზოგადოების მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას ცდილობს. შესაბამისად, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ანრი ოხანაშვილი - ქვეყნის მტრები, კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, კიდევ ერთხელ მოხდა ამ ჯგუფების სრული ლუსტრაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენით ამ პარტიების „დანაშაულებრივი მიდგომა გაშიშვლდა”.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში სცენარი ისეთივე იქნება, „როგორც ყველა სხვა კრიმინალური მენტალიტეტის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში”.

„ამ გადაწყვეტილებით და საერთო ხედვის გაჟღერებით ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში არის „ნაციონალური მოძრაობა”, გაშიშვლდა კიდევ ერთხელ მათი დანაშულებრივი მიდგომა და ზოგადად, მოხდა ლუსტრაცია ამ დანაშაულებრივი წარმონაქმნის. ვინაიდან, ძალიან კარგად ვიცით და ყველამ კარგად ვიხილეთ, რამდენიმე დღის წინ მათი ბელადის, მსჯავრდებულ სააკაშვილის აღიარება პირდაპირ ეთერში. მას შემდგომ, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჯგუფები, რომლებიც მთლიანობაში არიან „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” - ქვეყნის მტრები, კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, კიდევ ერთხელ მოხდა ამ ჯგუფების სრული ლუსტრაცია, ვინაიდან ისინი ემხრობიან დანაშაულებრივ კრიმინალურ გაერთიანებას, მათ ბელადს, რომელიც გასამართლებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ერთი მედლის ორი მხარეა.

„მედლის ერთი მხარე არის სააკაშვილი, რომელიც გამოვიდა პირდაპირ ეთერში და აღიარა დანაშაულებები, რაც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამ ადამიანის გარშემო ე.წ. ოპოზიცია გაერთიანდა. მეორე ჯგუფი არის ბოკერიას ხელმძღვანელობით, ამას არ აღიარებს და საზოგადოების მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას ცდილობს. შესაბამისად, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი