არასრულწლოვნებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეეძლებათ

არასრულწლოვნებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობა შეეძლებათ. შესაბამის ცვლილებებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილების შედეგად ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრე ფართოვდება და მოიცავს ყველა არასრულწლოვანს განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,“ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით“.

ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაწყებამდე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს და მის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს უნდა განემარტოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლების შესახებ. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. ამასთან, აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი არ გამორიცხავს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

კანონპროექტის თანახმად, 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული ასევე სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით: მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით; თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში; კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით; საკონსულო დახმარების მიღების უფლებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა