დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში ე.წ უცნობი წყაროთი მიმდინარე კორონავირუსილი ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით, 10-დან 15-მდე მერყეობს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის ე.წ. ქორწილის კლასტერით გამოვლენილი კორონავირუსის 8 შემთხვევა ფიქსირდება ქვეყანაში.
მის თქმით, შემთხვევები გამოვლინა ბათუმში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში.
„8 შეთხვევა დაკავშირებულია ერთ დიდ ფართომასშტაბიან ქორწილთან, რომელიც ჩატარდა ბათუმში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ქორწილები, ქვეყანაში ბევრი ქორწილი იყოს და გაჩნდეს ბევრი ბავშვი, მაგრამ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და უნდა ვიყოთ მოკრძალებულად. ყველანაირი ეს საბედნიერო რიტუალი აღვნიშნოთ შეზღუდულ პირობებში. ეს ამდენი რაოდენობით დაუშვებელია. დიახ, ეს არის ჩვენი, როგორც მოსახელობის თვითშეგნების პრობლემა, ასევე კონტროლის დეფიციტია. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე ყურადღება სერიოზულად გამახვილდა და პრემიერ-მინისტრის მიერ შესაბამისი დავალებები სათანადო უწყებებზე გაიცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.