საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას

8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 447-მა ადამიანმა ისარგებლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, დაგროვებითი პენსიით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლების საფუძვლით 49 პირმა ისარგებლა.

მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 79.5 მილიონ ლარამდე სარგებელი.

„საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს", - აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ