დავით მათიკაშვილი - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პანდემიის მიუხედავად, არჩევნების გადავადებაზე, ან სხვა გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელოთ

ქვეყანას წარმატებული პრემიერი ჰყავს, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, - ამის შესახებ საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - რამდენად შეინარჩუნებს თანამდებობას გიორგი გახარია ან ხომ არ არის საუბარი ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე.

მათიკაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გუნდი მსჯელობის შედეგად მიიღებს.

„გუნდი გადაწყვეტს, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ქვეყანას წარმატებული პრემიერი ჰყავს, ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. კარგად ნახეთ, რომ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საარჩევნო მართონის, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ჩატარდა. ცხადია, ის პარტიიის ხელმძღვანელია და ჩართულია ამ პროცესში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსოფლიო პანდემიის მიუხედავად რაღაც კუთხით არჩევნების გადავადებაზე, ან სხვა გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელოთ.

არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში. თუ დააკვირდებთ, პირველი ინფიცირებულიდან დღემდე, სახელმწიფო ძალიან ადეკვატურია კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების მიმართ.

ჩვენ ვახერხებთ პროცესის მართვას ეპიდემიოლოგების, ექიმების რჩევებით და მყისიერი გადაწყვეტილებებით. მართული იქნება როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე არჩევნების მაღალი დემოკრატიულის სტანდარტით ჩატარდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა