გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. აღნიშნულ შუამდგომლობას ადვოკატი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენებს.

„ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე 12 ტომი წარმოადგინა, ამ 12 ტომში ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ჩემი დასაცავი პირის, ნიკოლოზ რევაზიშვილის რაიმე სახის შემხებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, სხდომაზე შუამდგომლობა გვექნება ნიკოლოზ რევაზიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა კახიძემ.

ის ასევე 3 მოწმის - კობა ჩიტიძის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობას და დასაკითხ პირთა სიიდან მათი ამოღების თაობაზე დააყენებს შუამდგომლობას.

„დღევანდელ სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას ბრალდების მხარის მტკიცებულებების გარკვეული ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ეს ძირითადად შეეხება ცრუ მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიიდან ცრუ მოწმეების ამორიცხვას. მათ შორის ვგულისხმობ კობა ჩიტიძეს, გურამ ამირხანაშვილს, ვახო ახვლედიანს. მათ გამოძიების სახვდასხვა ეტაპზე გამოძიებას ცრუ ინფორმაციები მიაწოდეს მათთვის ცნობილი გარემოებების შესახებ", - განაცხადა კახიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, პატიმრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა არაკონსტიტუციურია.

„ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობა არ გვექნება. მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ პატიმრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა ხდებოდა, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაც დასტურდება კონკრეტული ბრალდებულების უდანაშაულობა. ჩანაწერების საუბრის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მათ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონიათ.

ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში კობა ჩიტიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საუბარი არ შეესაბამება კობა ჩიტიძის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას", - განაცხადა კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა