გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელზე დაიგეგმება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელზე დაიგეგმება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით აღნიშნა, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მთავრობაში მომდევნო კვირას იქნება.

„ სამინისტროების დონეზე, რომელ უწყებაში რა იქნება ჯერ ვერ ვისაუბრებ. 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მთავრობაში მომდევნო კვირაშია და შემდეგ უკვე სამინისტროს შესაბამისი მითითებები ექნება რა მიმართულებებით უნდა იმუშაოს. დღეს შემიძლია პირველადი პარამეტრები ვახსენო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დიდი ალბათობით 5% იქნება, მომდევნო წელს დეფიციტის შემცირება მოგვიწევს და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 5%-თან ახლოს უნდა იყოს. ყველა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაა არებული, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. გათვალისწინებული იქნება რესურსი, რომ ის კაპიტალური პროექტები, რომლებიც მიმდინარეა არ შეფერხდეს“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

რაც შეეხება 2021 წლის ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში, კაკურიძის თქმით, დეტალებზე საუბარი რთულია, თუმცა ტურიზმი წლევანდელთან შედარებით უკეთესი იქნება, მაგრამ 2021 წელს ტურიზმის 100%-იანი აღდგენა ვერ მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო