ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინება ხდება

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგებლები, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ , შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა და მას დაემუქრნენ. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის კანონდარღვევა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

„საუბარია ვანიკო რონიკაშვილზე, რომელიც არის „ოცნების“ დეპუტატი საკრებულოში, ქალბატონ ლელა ლუგაშვილზე, რომელიც არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო უბნის უფროსი ხიდისთავის ზონაში და ამ ადამიანებმა სცადეს ზეწოლა განეხორციელებინათ ჩვენ წარმომადგენელზე, შალვა ქვრივიშვილზე, და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საარჩევნო კამპანიის შეჩერებისაკნენ მოუწოდეს.

მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანები, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნუ ეთამაშება ცეცხლს მთლიანად „ქართული ოცნება“. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის მათ მოეთხოვებათ პასუხი მთელი სიმკაცრით.

ამ ფაქტში ცინიკური არის ის, რომ გაუგებარია, რითი ემუქრებოდნენ ბატონ შალვას. ეს ადამიანი არის ომის ვეტერანი და გამოვლილი აქვს თითქმის ყველა ომი საქართველოსთვის და მას 3 წლის წინ ჩამოართვეს სოციალური დახმარება. დღეს ის არის უმუშევარი და რასაც ის იღებს არის ვეტერანის სასაცილო, სამწუხაროდ, დახმარება. შესაბამისად, გაუგებარია რითი ემუქრებოდნენ მას, იმედია ეს არ იყო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა.

ამრიგად, ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ნუ გადაყვებიან „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ არის განწირული დამარცხებისათვის 31 ოქტომბერს და შესაბამისად, ნუ ჩაყვებიან სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. მოეგონ გონს და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს