პრემიერის განმარტებით, თბილისში და მსხვილ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1-ელ ოქტომბრიდან გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა პრემიერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

გახარიას თქმით, ხელისუფლება ამისათვის მზად იყო და წინასწარ ჰქონდა მომზადებული სწავლების ჰიბრიდული ფორმა.

„სწავლება რა თქმა უნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასებში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვია და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი დისტანციურად და ნაწილი კლასებში. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ისევე როგორც იყო ბათუმსა და ქობულეთში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეებს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსმა" მთავრობის კანცელარიაში დააზუსტა, პრემიერის გადაწყვეტილება, 5 მსხვილ ქალაქში სწავლების 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო 1 ოქტომბრიდან რეალურ სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით, ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, მათ შორის, 1-4 კლასებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია