გიორგი გახარია - გლობალურმა პანდემიამ წელს ცუდ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ მთავარი ადამიანზე ზრუნვა უნდა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლიდან წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარის გზის პროექტი დაიწყება, ხოლო მცხეთაში არსებული კინოთეატრი მუზეუმად გადაკეთდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის გამო არ შეჩერდება, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი მათი განხორციელების სისწრაფე გაორმაგდება.

„მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ - ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არცერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარი 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის. მცხეთისთვის ტურიზმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, გამოვიდა ისე, რომ გლობალურმა პანდემიამ წელს ცუდ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ მთავარი ადამიანზე ზრუნვა უნდა იყოს. ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა გვაქვს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, დღეს ჩვენ უკვე ვართ მზად იმისთვის, მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილსაც. რასაც გავაკეთებთ მომავალში, ეს არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი მუზეუმად გადაკეთდება.

„გაკეთდა და კიდევ გაკეთდება 24 სკოლის რეაბილიტაცია. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდგომ მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება“, - განაცხადა გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა