გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრემიერი გახარია ძალიან დაბნეული ჩანდა დღეს, საკმარისზე მეტი დრო იყო მომზადებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას გამოსვლას „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ მოქმედ მთავრობას მოსალოდნელი კრიზისისთვის მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა და საზოგადოებაში პანიკას არ უნდა ნერგავდეს.

ამასთან, ვაშაძე პრემიერ-მინისტრს ურჩევს, თუ ეს თავად არ გამოსდის, კრიზისული სიტუაციების მართვაში პროფესიონალები ჩართოს და არათანმიმდევრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.

„ქვეყანაში მოულოდნელი კრიზისი იყო თებერვალ-მარტში, ახლა კი მოსალოდნელი კრიზისის ასე დაბნეული და მოუმზადებელი არ უნდა შეხვედროდა დამსხვრეული ოცნებების მთავრობა. რადგან ჩვენ უკვე ვიცით და გამოვცადეთ რასთან გვაქვს საქმე; მოქმედების ალგორითმი მზად უნდა ჰქონოდათ. შესაბამისად, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ კარგად მომზადებულიყო სახელმწიფო და ხელისუფლება "კოვიდ 19"-ისგან გამოწვეული კრიზისული სიტუაციების მართვისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გახარიას, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, დაბნეულობა და არათანმიმდევრული ნაბიჯები იწვევს საზოგადოებაში დაბნეულობასა და პანიკას. ჩვენ ყველამ, ქვეყანამ საკმარისზე მეტი ეკონომიკური ზიანი მივიღეთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის და შიმშილის ზღვარზე, შესაბამისად ამ ფონზე ქვეყანას არ სჭირდება დაბნეული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. თუ არ იცით შექმნილ სიტუაციაში როგორ იმოქმედოთ, დაუძახეთ პროფესიონალებს და ჩართეთ კრიზისული სიტუაციის მართვაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა