ორეგონის შტატში ხანძრის შედეგად დაკარგულ ათობით ადამიანს ეძებენ

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ხანძრის შედეგად ათობით ადამიანია დაკარგული, ათასობით მოქალაქეს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა, - ამის შესახებ შტატის გუბერტნატორმა ქეით ბრაუნმა განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, სტიქიის ზონას თავი მოარიდონ. გუბერნატორმა კომენტარი მაროდიორობის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფომაციაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები სიტუაციას აკონტროლებენ.

„ვიცი, რომ მითქმა-მოთქმა მარადიორობის შესახებ განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ორეგონის ეროვნული გვარდია და ორეგონის სახელმწიფო პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს და მარადიორობის ფაქტების აღკვეთას ახორციელებს,“- განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, შტატში სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება 40 000 ადამიანისთვისაა გაცემული. ევაკუაციის რეკომენდაცია კი 500 000-ზე მეტი მოქალაქეს მისცეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის 12 შტატში ტყის ხანძრის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან. Usatoday-ის ინფორმაციით, წელს, ხანძრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს