დავით ბაქრაძემ ასპინძისა და ბორჯომის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ასპინძისა და ბორჯომის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

შეხვედრისას დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჩილინგარაშვილმა მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამა წარუდგინეს. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა მეტ კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ადამიანს. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ თავისი ხედვით იქნება კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის.

„უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის გადაცემა ხალხისათვის, შენობები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია და ყოველწლიურად არის წამგებიანი, უნდა გადაეცეს ადგილობრივ მოსახლეობას. „ევროპული საქართველო“ იქნება ამ მოსახლეობის კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის. მე კი ვიქნები ამ ხალხის ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში, შევეცდები ყველანაირად დავიცვა მათი უფლებები“, - განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

ამასთან, დავით ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყანა არასწორი მართვით უკან წაიყვანა.

„ ამ ხელისფლებამ უკან წაიყვანა ქვეყანა არასწორი მართვით და არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკით. „ევროპული საქართველო“ არის ის კვალიფიციური გუნდი, რომელიც იქნება კომპასი სწორი გზის მოსაძებნად და იმ გარდამტეხი ცვლილებების გასატარებლად, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ეკონომიკური კრიზისიდან და მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს მოსახლეობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს