საბერძნეთის სპეცრაზმმა მიგრანტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთის სპეცრაზმმა კუნძულ ლესბოსზე გამართული მიგრანტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, დაძაბულობა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიგრანტებმა მიტილენეს პორტისკენ მიმავალ გზაზე მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც პოლიციას გადაკეტილი იმის გამო ჰქონდა, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე მიგრანტების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კარვების გაშლა დაიწყეს.

შეგახსენებთ, ოთხი დღის წინ კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი „მორია“ დაიწვა და 12 000-მდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა, მათი უმრავლესობა ღამეს ქუჩებში ათევს. გუშინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპის ქვეყნებს მიგრანტების დასახმარებლად მოქმედებისკენ მოუწოდა. „ევროპა სოლიდარობის სიტყვებიდან სოლიდარობის მოქმედებაზე უნდა გადავიდეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
14.07.2025 / 09:02
საბერძნეთის სპეცრაზმმა მიგრანტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთის სპეცრაზმმა კუნძულ ლესბოსზე გამართული მიგრანტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, დაძაბულობა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიგრანტებმა მიტილენეს პორტისკენ მიმავალ გზაზე მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც პოლიციას გადაკეტილი იმის გამო ჰქონდა, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე მიგრანტების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კარვების გაშლა დაიწყეს.

შეგახსენებთ, ოთხი დღის წინ კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი „მორია“ დაიწვა და 12 000-მდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა, მათი უმრავლესობა ღამეს ქუჩებში ათევს. გუშინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპის ქვეყნებს მიგრანტების დასახმარებლად მოქმედებისკენ მოუწოდა. „ევროპა სოლიდარობის სიტყვებიდან სოლიდარობის მოქმედებაზე უნდა გადავიდეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა