კახა კახიშვილი განათლების მინისტრთან ერთად სკოლების დირექტორებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად საჯარო სკოლების დირექტორებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის ინიციატორები თავად ბაღებისა და სკოლების ხელმძღვანელები იყვნენ.

შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მათ შორის, განათლების მინისტრმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამომავლოდ დაინერგება.

„მინისტრმა გააჟღერა, რომ ხარისხიანი განათლება და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამისთვის კი საჭიროა თანამედროვე მიდგომებისა და სიახლეების დანერგვა. სამინისტრო აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გათანამედროვებასა და სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვაზე. ვისაუბრეთ პედაგოგიური ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ და შეხვედრაზე დავდეთ პირობა, რომ აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარება და უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიური ფაკულტეტის გაძლიერება. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში, დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საერთაშორისო პარტნიორებმა წარმატებულ მაგალითად შეაფასეს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2020 წლის ანგარიშში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა, რისთვისაც კახიშვილმა და შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.

„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა, ხოლო Microsoft-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა. ამ ყველაფრისთვის, კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს